ჩვენ შესახებ



ტრაექტორია არის კვლევითი კომპანია, რომელიც დაარსდა საქართველოში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მკვლევრების გუნდის მიერ. კომპანიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი შექმნის იდეა გაჩნდა პროფესიონალების მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ კვლევით ინდუსტრიაში და საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით თანამონაწილეობდნენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების ბიზნეს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის განვითარებაში. ჩვენთვის ეს საქმიანობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო კომპანია ტრაექტორია- წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების გაზიარების საშუალება, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვითარების, პროგრესის ნაწილად ყოფნის შესაძლებლობაა. კომპანიის სახელის იდეა გაჩნდა კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობის მთავარი დანიშნულებიდან გამომდინარე, აღმოაჩინოს ეფექტური გზა დასახულ მიზნამდე, შეასრულოს ეგრედწოდებული გზამკვლევის როლი წარმატების მიღწევის გზაზე. კომპანიის მთავარი პროფილია მარკეტინგული და სოციალური კვლევები.

ხედვა

სამყარო, სადაც კითხვა ახალი გამოწვევაა

ჩვენთვის ბუნებრივია სამყარო, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და გამოწვევების არ ეშინია, აქვს სურვილი გაანალიზოს საკუთარი მდგომარეობა, აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები, გააცნობიეროს რისი კეთება შეიძლება უკეთესად და გადადგას გაბედული ნაბიჯი წინ, განვითარებისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ნაბიჯისთვის არსებობს სწორი ტრაექტორია.

მისია

ჩვენ ვუძღვებით განვითარების უწყვეტ პროცესს

ჩვენ ვუძღვებით განვითარების უწყვეტ პროცესს მათთან ერთად, ვინც მზად არიან მიიღონ არსებული გამოწვევები და გადადგან განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯები. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მათ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ჰქონდეთ განვითარების მზაობა, პროგრესის წყურვილი. ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობა კი გზას გვიხსნის შევთავაზოთ მათ ეფექტური და ამავე დროს გათვლილი ტრაექტორია შემდეგი ნაბიჯისკენ.

რწმენა

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი და თითოეული ნაბიჯისთვის არსებობს სწორი ტრაექტორია. ჩვენი ამოცანაც ეს არის რომ დავეხმაროთ ადამიანებს გაიაზრონ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა იმისთვის, რომ სწორად დაგეგმონ განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯები.

სერვისები

სერვისები

მეთოდოლოგიური შესაძლებლობები

აღწერითი, სამომხმარებლო კვლევები (B2B და B2C სეგმენტში)

აღწერითი ხასიათის კვლევები მნიშვნელოვანია როგორც მარკეტინგული, ასევე სოციალური თუ პოლიტიკური პროექტების ხელმძღვანელებისთვის. ბრენდისა თუ პროდუქტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არსებული სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და შეფასება სხვადასხვა კვლევითი ამოცანების შესრულებით, როგორებიცაა:

• ბაზრის წილის განსაზღვრა
• ბაზრის ძირითადი მოთამაშეების და მათი კონკურენტული უპირატესობების გამოკვეთა
• ბრენდებისა თუ პროდუქტის ცნობადობისა და მოხმარების მაჩვენებლების განსაზღვრა და შედარება
• ბრენდისა თუ პროდუქტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა
•მომხმარებლების მიერ გადაწყვეტილების პროცესის აღწერა, ბრენდისა თუ პროდუქტის შერჩევაზე ზემოქმედი ფაქტორების შესწავლა

მიღებული მონაცემები ეხმარება პროექტის მმართველ გუნდს სწორად შეაფასოს ბრენდისა და პროდუქტების განვითარებისა და გაუმჯობესების პერსპექტივები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია სწორი ინვესტირებისა და სწრაფი განვითარებისთვის.

კმაყოფილებისა და ლოიალობის კვლევები

კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელი ბიზნესის ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ძალაა. მაღალი კონკურენციის პირობებში მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება ნიშნავს მეტ კეთილგანწყობილ და ერთგულ მომხმარებელს, რომლებიც ხშირად მოიხმარენ თქვენს ბრენდს და უწევენ მას რეკომენდაციას სხვებთან.

მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტად აფასებდეთ მომხმარებლების მიერ თქვენს ბრენდთან ინტერაქციის დროს მიღებულ გამოცდილებას.


კმაყოფილებისა და ლოიალობის კვლევები გეხმარებათ:



• განსაზღვროთ ის ფაქტორები, რაც ახდენს გავლენას მომხმარებლების კმაყოფილებასა და ლოიალობაზე


• შეაფასოთ რამდენად პასუხობთ თქვენ და თქვენი კონკურენტი ბრენდები მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებს


• გაანალიზოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები კონკურენტულ გარემოში


• უწყვეტად მიიღოთ ინფორმაცია ხარვეზების შესახებ, რომლებიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს


მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ, რომ სწორად დასახოთ პრიორიტეტები და გაუმჯობესების მიმართულებები ორგანიზაციის შიგნით, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ „მომხმარებელთა ხმა“ და ესაუბროთ მათივე სურვილებისა და საჭიროებების შესახებ.


საკომუნიკაციო მასალებისა და პროდუქტის ტესტირებები

სხვადასხვა ტიპის ტესტირებები მნიშვნელოვანი საშუალებაა თქვენი პროდუქტის თუ კომუნიკაციის წარმატების წინასწარ შეფასებისთვის. ტესტირებები საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ შემუშავებულ ვერსიებს შორის საუკეთესო და პროდუქტისა თუ კომუნიკაციის ჩაშვებამდე გაითვალისწინოთ და აღმოფხვრათ პოტენციური ხარვეზები. ტესტირებების გავრცელებული მიმართულებებია:


• ბრენდ ატრიბუტიკის (სახელი, ლოგო, ბრენდბუქი) ტესტირება

• საკომუნიკაციო მასალების (კონცეფცია, ქოფი, ვიდეო რგოლის ანიმაციური ვერსია, სარეკლამო რგოლი, ბროშურა და სხვ.) პრე- ტესტი

• პროდუქტის შეფუთვის დიზაინის ტესტირება

• მპროდუქტის გემოს ტესტირება

• ტესტირების დაწყებამდე დამკვეთთან ერთად განისაზღვრება ის ცვლადები, რომლებიც გამოყენებული იქნება შეფასებისთვის, იქმნება სტანდარტები (action standards), რომელთა მიმართებაშიც განისაზღვრება სატესტირებელი პროდუქტის წარმატება.

• ტესტირებების ხშირად ხდება ისეთი სტანდარტული საზომების გამოყენება, როგორებიცაა:

• მომხმარებლის ზოგადი შეფასება (general likeness)

• სპონტანური ასოციაციები და გამოწვეული ემოციები

• იდეის უნიკალურობა და განსხვავებულობა

• პროდუქტის გემოვნური და სხვა პარამეტრების შეფასება

• რელევანტურობა მომხმარებლისთვის

• დასამახსოვრებლობა

• სამიზნე ჯგუფში თვითიდენტიფიკაციის გამოწვევის შესაძლებლობა

• რეკლამის მიერ, რეკლამირებული პროდუქტის მახასიათბლების გადმოცემის უნარი

• შეძენის სურვილის გენერირება

• გავლენა ბრენდის იმიჯზე


შიდაორგანიზაციული კვლევები

კომპანიის წარმატებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა, ასევე თანამშრომელთა კმაყოფილებისა და მოტივაციის შეფასება. კვლევის ეს მიმართულება ფოკუსირებულია ორგანიზაციის შიდა პროცესების გამართულობასა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე.

• თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა დაგეხმარებათ:

• განსაზღვროთ რა ფაქტორები ახდენს გავლენას თანამშრომლების სამუშაო გარემოთი კმაყოფილებაზე

• შეაფასოთ რამდენად კმაყოფილი არიან თანამშრომლები თავიანთი სამუშო გარემოთი და პირობებით, კონკრეტულად სამუშაო გარემოს რა ასპექტები იწვევს მეტ ან ნაკლებ კმაყოფილებას

• შეაფასოთ თანამშრომელთა ჩართულობა, ქომითმენთი, მოტივიაცია, მათ მიერ ორგანიზაციის მიზნებისა და მისწრაფების აღქმა

• შეაფასოთ ზოგადი შიდაორგანიზაციული კულტურა და კლიმატი

თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა საშუალებას გაძლევთ დროულად დააიდენტიფიციროთ და აღმოფხვრათ ის პრობლემები, რამაც შესაძლოა იმოქმედოს თანამშრომლების შრომის ნაყოფიერებასა და ორგანიზაციიდან თანამშრომელთა გადინებაზე. ასევე, კვლევის საფუძველზე შეძლებთ, შეიმუშავოთ ადამიანური რესურსების მართვის იმგვარი სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს თქვენი გუნდის მოტივაციის ამაღლებას, პოზიტიური სამუშაო კულტურის შენარჩუნებას.

UX კვლევები

კომპანიის ციფრულ არხებთან ურთიერთობისას მიღებული სამომხმარებლო გამოცდილება (UX) შესაძლოა თქვენი პროდუქტის მოხმარების მნიშვნელოვანი ტრიგერი ან პირიქით, ბარიერი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს ინტერაქცია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ადვილი იყოს. UX კვლევები დაგეხმარებათ უზრუნველყოთ მაქსიმალურად გამართული ციფრული ინტერაქცია თქვენს მომხმარებელთან.

UX-ის გასაზომად ვიყენებთ ისეთ საზომებს, როგორიცაა მაგალითად: კონკრეტული დავალების შესასრულებლად საჭირო დრო და კლიკების რაოდენობა; დავალების წარმატებით შესრულების სიხშირე და სხვ.

მყიდველის ქცევის ანალიზი

პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენამდე მყიდველი ყოველთვის გადის გარკვეულ გზას. მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის ეს გზა შეიძლება ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელი იყოს. პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებლისთვის კი მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეს თუ რა გზას გადის მყიდველი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე: რა საინფორმაციო არხებს იყენებს? რა ტიპის ინფორმაციას ეცნობა? ვინ შეიძლება იმოქმედოს მის გადაწყვეტილებაზე? როგორია ე.წ. გადაწყვეტლების მიღების ხე (Decision making tree)?

სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხების მიღებასა და ანალიზში დაგეხმარებათ ჩვენი სპეციალიზებული კვლევითი მიდგომები, რომელიც სრულფასოვნად შეისწავლის მყიდველის ქცევის მოდელებს და გთავაზობთ კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებამდე მისასვლელი გზა.

მყიდველის ქცევის ანალიზი შესაძლოა განხორციელდეს კონკრეტულად სავაჭრო ობიექტშიც. მყიდველის მიერ სავაჭრო ობიექტში კონკრეტული პროდუქტის შერჩევის ქცევაზე დაკვირვება და მისი მოტივაციების შესწავლა, საშუალებას გვაძლევს დაგანახოთ თქვენი გაყიდვების ზრდის პერსპექტივები.

სოციალური, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები

საზოგადოებრივი გამოკითხვებისთვის დამახასიათებელია განსხვავებული სპეციფიკა, როგორც შერჩევის, ასევე კვლევის ინსტრუმენტის შემუშავების თვალსაზრისით.

ჩვენი ამოცანაა შევქმნათ კვლევის ისეთი დიზაინი, რომელიც დამკვეთის ფინანსური და დროითი რესურსების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საზოგადოების დამოკიდებულებების მაქსიმალური სიზუსტით ასახვას და სწორ ანალიზს, რაც თავის მხრივ დამკვეთს აძლევს საშუალებას შეიმუშავოს კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგია.

ანალიტიკური მეთოდოლოგია

• Conjoint Analysis - ერთობლივი ანალიზი (საქონლის მიმართ სამომხმარებლო დამოკიდებულების სტატისტიკური კვლევა, რომელიც ადგენს საქონლის თვისებების ერთი კომბინაციის შედარებით ზემოქმედებას ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაზე სხვა კომბინაციასთან შედარებით)

• Price Elasticity Analysis - ფასის ელასტიურობა (საქონელზე მოთხოვნის პროცენტული ცვლილების თანაფარდობა მისი ფასის პროცენტულ ცვლილებასთან)

• Brand power Analysis - ბრენდის ძალა (მოცემულ სასაქონლო კატეგორიაში ბრენდის მხრიდან დომინირების შესაძლებლობა მის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობის საშუალებით)

• Brand Health Analysis - ეს არის მარკეტინგული კვლევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ დინამიური ინფორმაცია ბრენდის ცნობადობის, მისი პოზიციის ბაზარზე, კონკურენტუნარიანობის, იმიჯის, რეპუტაციის, მომხმარებელთა ლოიალობის შესახებ და მრავალი სხვა.

• C-Sat მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომავა

• Net promoter score NPS - რეკომენდაციის გაზომვა

• Brand Love Index and Customer Segmentation- მომხმარებლის ლოიალობის და კმაყოფილების ინდექსი და ამ პარამეტრების მიხედვით მომხმარებლის სეგმენტაცია

• Cluster analysis – ბაზრის სეგმენტაცია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით

• Hypothesis testing - ჰიპოთეზის ტესტირება

• Predictive modeling – BIG DATA - დიდ მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგიები. პროგნოზირებადი მოდელირება, სიღრმისეული სტატისტიკა

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

თამი ქინქლაძე

მმართველი პარტნიორი

ლელა კილოსანიძე

პარტნიორი, ანალიტიკოსი

სალომე ქაჯაია

პარტნიორი, ანალიტიკოსი

ირინა ვარდანაშვილი

პარტნიორი, მონაცემთა ექსპერტი

ლალი ზაალიშვილი

წარმოების დირექტორი

ანი ჯინჯოლავა

ფინანსური დირექტორი

ქეთი ქინქლაძე

ხარისხის მართვის უფროსი
საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

ჩვენი მისამართი

უნივერსიტეტის ქუჩა 24

ელექტრონული ფოსტა

Info@trajectorya.ge

დაგვირეკეთ

+995577402802 +995 577740119 +995 557561333